აკადემია „გაგრა“

პროექტის შესახებ

აკადემია „გაგრა“ არის საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელების სპორტულ განვითარებას, მათი შესაძლებლობების გამოვლენასა და სრულფასოვანი საფეხბურთო გარემოს შექმნას ემსახურება.

აკადემიის მიზანია შექმნას ერთიანი და გამართული სისტემა, სადაც თითოეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს ექნება განვითარებისთვის შესაბამისი პირობები, ხარისხიანი მომზადება და კლუბის ძირითად გუნდში ინტეგრაციის შესაძლებლობა.

აკადემია დღეს აერთიანებს 200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენს 14 წლის ასაკიდან. აკადემიის აღსაზრდელები რეგულარულად გადიან სავარჯიშო პროცესს, მონაწილეობენ მატჩებსა და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, რაც მათ საშუალებას აძლევს განავითარონ როგორც სპორტული უნარები, ისე გუნდური მუშაობისა და დისციპლინის მნიშვნელოვანი თვისებები.

მიმდინარე საჭიროებები

აკადემიისთვის საკუთარი ავტობუსი აუცილებელია ახალგაზრდა სპორტსმენების უსაფრთხო და ორგანიზებული გადაადგილებისთვის. დაახლოებით 200 სპორტსმენი 14 წლის ასაკიდან რეგულარულად მონაწილეობს ვარჯიშებში, მატჩებსა და სპორტულ ღონისძიებებში. საკუთარი ტრანსპორტი მნიშვნელოვნად გაამარტივებს გუნდების გადაადგილებას და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო მონაწილეობას სპორტულ აქტივობებში.

რატომ არის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი

თქვენი მხარდაჭერა ნიშნავს არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას, არამედ კონკრეტული შესაძლებლობის შექმნას — სპორტსმენისთვის საჭირო აღჭურვილობას, შეჯიბრებაზე მონაწილეობას, მგზავრობას, სავარჯიშო პირობებს ან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც მის მომავალს შეცვლის.

ახალგაზრდა სპორტსმენის წარმატება მხოლოდ ნიჭსა და შრომაზე არ არის დამოკიდებული. მის უკან დგას ვარჯიში, აღჭურვილობა, შეჯიბრებებზე მონაწილეობა, მგზავრობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და განვითარების შესაძლებლობები.

ხშირად სწორედ ეს პირობები ხდება ის ბარიერი, რომელიც ნიჭიერ სპორტსმენს წინსვლაში უშლის ხელს.

YAFA-ს მიზანია, ეს ბარიერები შევამციროთ და ახალგაზრდა სპორტსმენებს მივცეთ შესაძლებლობა, საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ.